Tuesday, October 29, 2013

ბავშვი და ძილი

ყველა ცოცხალ არსებას ჭირდება ძილი. განვითარების ადრეული ასაკიდან ეს არის თავის ტვინის პირველადი აქტივობა. ცირკადული რიტმი ანუ სიფხიზლე–ძილის რიტმი რეგულირდება სინათლითა და სიბნელით და საჭიროებს დიდ დროს , რათა ჩამოყალიბდეს, ამიტომაცაა, რომ ახალშობილებში და ჩვილებში სიფხიზლე–ძილის რიტმი საკმაოდ ქაოსურია.
ამ რიტმის ჩამოყალიბება იწყება დაახლ. 6 კვირიდან (2.5 თვე), 3–დან 6 თვემდე ასაკში ჩვილების უმრავლესობას (თუმცა არა ყველას) უყალიბდება სიფხიზლე–ძილის შედარებით რეგულარული ციკლი.
2 წლის ასაკის ბავშვი ძილში ატარებს თავისი მთელი სიცოცხლის 40 %-ს და ეს ასეც უნდა იყოს და კარგია, რადგანაც ძილი პირდაპირ კავშირშია გონებრივ და ფიზიკურ განვითარებასთან.
ძილის პროცესი ერთმანეთის მონაცვეობით მიმდნარე 2 ფაზისგან შედგება:
http://newmumontheblog.files.wordpress.com/2012/08/sleeping-baby.jpg
"ნელი ძილი "(თვალების ნელი მოძრაობის ძილი)(NREM): ამ ფაზაში იზრდება სისხლის მიწოდება კუნთებში, ენერგიის პროდუქცია , ქსოვილების ზრდა და განახლება ხდება, ასევე ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოქმნა ხდება.
 "სწრაფი ძილი" (თვალების სწრაფი მოძრაობის ძილი) (REM): ამ დროს ტვინი აქტიურია და ვხედავთ სიზმრებს, ჩვენი სხეული უმოძრაოა, სუნთქვის და გულისცემის სიხშირე არა–რეგულარული.
თითოეული ციკლი დაახლ. 50 წუთი გრძელდება, ბავშვებში 50–50% მოდის თითოეულ ფაზაზე. 6 თვისთვის ბავშვის ძილის მხოლოდ 30 %–ია REM; წინასასკოლო ასაკში ძილის ციკლი 90 წუთიანია.
ძილი და ახალშობილი (0–1 თვე)
 http://www.beautifulwallpapers.org/file/212/600x338/16:9/sleeping-baby-with-a-beanie-hat-and-teddybear-beautiful-baby-wallpapers_1541710228.jpg
ამ ასაკში ბავშვი ცხოვრების უმეტესს ნაწილს ძილში ატარებს, გამონაკლისია დრო, რომელიც საჭიროა კვებისთვის, პამპერსის გამოსაცვლელად და დასაბანად. ძილის ხანგრძლივობა დაახლ. 10.5–18 საათია,ოღონდ ეს ხანგრძლივობა არარეგულარულია, ერთი ძილის ეპიზოდი შეიძლება გაგრძლდეს რამოდენიმე წუთითან რამოდენიმე საათამდე. შუალედებში რამოდენიმე წუთიანი ან საათიანი სიფხიზლის პერიოდებით. ძილის დროსაც კი საკმაოდ აქტიურები არიან: ხელების და ფეხების უნებლიე მოძრაობები, ღიმილი (სახის კუნთების ასევე უნებლიე გრიმასა), წოვის რეფლექსი.
 ახალშობილები სხვადასხვნაირად გამოხატავენ როდის ეძინებათ: ზოგი მოუსვენარია, ტირის, თვალებს ისრესს ან სხვა. უმჯობესია ბავშვი მაშინ დავაწვინოთ, როცა ეძინება (ავლენს რაიმე ინდივიდუალრ ჟესტებს ძილიანობის) და არა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ძინავს. დღის განმავლობაში ვეცადოთ ნაკლებად ეძინოს––გავააქტიუროთ დღის შუქით, ხმაურით, დღის განმავლობაში მეტი ეთამაშეთ და ა.შ. –ვაგრძნობინოთ, რომ დღე დღე არის და ღამე ღამე.საღამოს მოახლოებასთან ერთად აქტივობები შეამცირეთ, შექმენით უფრო ჩუმი და ბნელი გარემო.
  • დააკვირდი და შეისწავლე შენი შვილის მზაობა დასაძინებლად, ნელ–ნელა აღმოაჩენ ჩვევებს და მოქმედებებს, რასაც ჩაძინებამდე აკეთებს
  • მაშინ ჩააწვინეთ საწოლში, როცა ამჩნევთ, რომ ეძინება და არა მხოლოდ მაშინ როცა უკვე ძინავს.
  • დააწვინეთ ზურგზე, სახე და თავი უნდა ჰქონდეს თავისუფალი (არ ეფაროს რამე და არც რამე რბილი ქსოვილი იდოს თავთან და სახესთან) http://www.privatehealthvisitor.com/blog/wp-content/uploads/2013/01/Baby-Asleep.jpg
  • მაქსიმალურად ეცადეთ წაახალისოთ და მიაჩვიოთ ღამის ძილს.

ძილი და ჩვილი ( 2–12 თვე)
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiat2p2U4p4lfgvxnXeo8_GbI2nkZLLW0ITaEuCGix_YB_FwQLSNVNaBgPVkR3kxYhEUm0r0IqD-WRFFwAND9ozXCPAm8BkEdAkh2igVbv6U5djtO_-a21SuD6Fm60L8ruS3mBqofvmYfA/s1600/sleep+top.jpg
6 თვის ასაკისთვის, ღამის კვება ჩვეულებრივ აღარაა საჭირო და ბევრ ბავშვს ძინავს თითქმის მთელი ღამე; ბავშვების 70–80% ძინავს ასე 9 თვის ასაკისთვის.  ჩვეულებრივ 9–12 საათი ძინავთ ღამით, დღის განმავლობაში 30 წუთიან ან 1–2 საათიანი 1–4 ძილი––ეს უკანასკნელი ნელ–ნელა მცირდება უახლოვდება რა 1 წლის ასაკს.
თუ ბავშვს მაშინ დავაწვენთ, როდესაც ავლენს ძილიანობის ნიშნებს, ამით მივაჩვევთ დამოუკიდებლად ჩაძინებას, ასევე ღამითაც ჭამის შემდეგ ადვილად ჩაიძინებს; სხვები კი ტირილს მორთავენ ყოველ ჯერზე როცა გამოეღვიძებათ ღამის განმავლობაში, იმისთვის, რომ მშობელმა ყურადღება მიაქციოს და დააძინოს.
ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და განვითარების ფაქტორები. წლის მეორე ნახევარში ბავშვი შიძლება განიცდიდეს და შფოთავდეს "განშორების" გამო. სხვადასხვა დაავადებები და ფიზიკური განვითარების აჩქარებული რიტმი ასევე არღვევს ძილს.
  • შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ დღისა და ღამის ძილის რეგულარული საათი
  • შეუქმენით ბავშვს სასიამოვნო გარემო დასაძინებლად ("sleep-friendly" environment, bedtime routine)
  • წაახალისეთ დამოუკიდებლად ჩაეძინოს.
ძილი და ბავშვი 1–3 წლის ასაკის
ამ ასაკში პატარებს ჭირდებათ 12-14 საათიანი ძილი 24 საათიან პერიოდში. 18 თვის ასაკში (1.5 წლის) დღის ძილი შემცირდება მხოლოდ 1-3 საათიან ერთ ჩაძინებამდე, ეს დღის ძილი არ უნდა იყოს ღამის ჩაძინების დროსთან ახლოს- ეს ხელს შეუშლის ღამის ძილს.
ამ ასაკში ხშირია პრობლემები-არ უნდათ, ჭირვეულობენ, დასაძინებლად წასვლას აპროტესტებენ და/ან ხშირად იღვიძებენ ღამით. ღამის შიშები და კოშმარები ასევე თავს იჩენს ამ დროს.
ამ პრობლემების მრავალი მიზეზი არსებობს: ამ ასაკში ბავშვები "დამოუკიდებლობას" სწავლობენ და ეჩვევიან, იზრდება მათი მოტორული, კოგნიტური (გონებრივი) და სოციალური აქტივობა, ეს თავისთავად კარგია და აუცილებელი, თუმცა გარკვეულ გავლენას ახდენს ძილის ჩვევებზე.
დღის განმავლობაში მომატებული ძილიანობა და/ან ქცევის პრობლემები ხშირ შემთხვევაში შედეგია ცუდი ძილის.

  • შეინარჩუნეთ დღის ძილი და მუდმივად ერთიდაიგივე დროს დააძინეთ ღამით (რუტინული ჩაძინება)
  • საძინებელი ოთახის გარემო უნდა იყოს ერთიდაიგივე ყოველ ღამეს, მოერიდეთ ცვლილებებს, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში.
  • დააწესეთ მკაცრი, კონსტრუქციული, თანმიმდევრული და მუდმივი შეზღუდვები და გააცანით ბავშვს (იგულისხმება, რომ ღამით არ შეიძლება აქტივობები, თამაში საწოლში, სასმელები საწოლში, დასაძინებლად წასვლის დროის გადავადება და ა.შ)
  • უზრუნველყავით საძნებლის და საწოლის უსაფრთხოება (ამაზე ცალკე დავწერ უფრო ვრცლად ახალ თემაში)

ძილი და წინასასკოლო ასაკის ბავშვები (3-5 წლის)

ესაჭიროებათ 11-13 საათიანი ძილი და ჩვეულებრივ 5 წლის ასაკის შემდეგ არავის ძინავს შუადღეს. აქ ისევე როგორც წინა ასაკობრივ ჯგუფში ძნელდება ჩაძინების და გამოღვიძების პროცესები, რახან განვითარების შემდეგომ გზაზე არიან და ერთვება წარმოსახვის, ფანტაზიის  განვითარება, ამიტომ კიდევ უფრო ძლიერდება ღამის შიშები და კოშმარები. ამ ასაკში ვლინდება ხოლმე მთვარეულობაც.
  • უზრუნველყავით რეგულარული და  მუდმივი ძილის რეჟიმი.
  • შეინარჩუნეთ და განავითარეთ მშვიდი გარემო საძინებელში და ძილის წინა პროცედურებში
  • ყოველ ღამე ბავშვი ერთიდაიგივე ოთახში , ერთიდაიგივე გარემოში უნდა იძინებდეს, ოთახი უნდა იყოს გრილი (20-23C), ჩუმი და ბნელი -ტელევიზორის გარეშე!!!!

ძილი და სკოლის ასაკის ბავშვი (5-12 წლის)

ესაჭიროებათ 10-11 საათი ძილი.ამ ასაკში ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან სკოლის  (საშინაო დავალებები, რასაც მათი დღის დიდი ნაწილი მიაქვს), სპორტის და სხვა კლასგარეშე და სოციალური აქტივობების გამო. ასევე, ამ ასაკში ბავშვები მაქსიმალურ ინტერესს იჩენენ ტელევიზორის, კომპიუტერის, ინტერნეტის მიმართ და ასევე კოფეინის შემცველი პროდუქტების მიმართ -ყველაფერი ეს აძნელებს ჩაძინების პროცესს, იწვევს ღამის კოშმარებს და ძილის დარღვევებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ყურება ძილის დროსთან ახლო პერიოდში ჩაძინების პროცესს მკვეთრად აძნელებს, იზრდება შფოთვა და მცირდება ძილის ხანგრძლივობა.
ძილის დარღვევები დომინირებს ამ ასაკში. ცუდი ან არასაკმარისი ძილი იწვევს გუნება-განწყობის ცვლილებებს, ქცევის აშლილობებს- ჰიპერაქტივობას და კოგნიტურ პრობლემებს(დასწავლსი პრობლემებს), საბოლოო ჯამში ეს აისახება სკოლაში სწავლის პროცესზე.
  • ასწავლეთ სკოლის ასაკის ბავშვს ჯანსაღი ძილის შესახებ და დაეხმარეთ ჯანსაღი ძილის ჩვევების გამომუშავებაში.
  • უზრუნველყავით რეგულარული და  მუდმივი ძილის რეჟიმი.
  • ბავშვის საძინებელში შექმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ძილისთვის-ბნელი, გრილი და მშვიდი.
  • საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
  • მოარიდეთ კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. (კოკა-კოლა, ჩაი, ყავა..)

Wednesday, October 23, 2013

ღებინება და დიარეა (გასტროენტერიტი) ბავშვებში – პრაქტიკული ცნობები და რჩევები

უდავოა რომ ცუდად გამოიყურება, ცუდი სუნი აქვს და არასასიამოვნოა, მაგრამ დიარეა და ღებინება იშვიათადაა საშიში.
 
ღებინება (მასების ევაკუაცია(ამოღება) კუჭიდან) არ უნდა აგვერიოს ნახველში , რომელიც გაუწყლოებას (დეჰიტრატაციას) არასდროს იწვევს.
დიარეის განმარტება უფრო რთულია, რადგანაც თხელი განავალი შეიძლება პერიოდულად სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს და ეს არ იყოს დიარეა.
ხშირი დეფეკაცია, ასევე შეიძლება ნორმა იყოს, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს(ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ შეიძლება დასვარონ საფენი, დღეში დაახლ. 12-ჯერ, ხშირად თხელია და ყვითელი, პატარა მარცვლოვანი ნაკუწებით–მიუხედავად ასეთი შესახედაობისა-ეს არ არის დიარეა).

დიარეა არის ნაწლავთა მოქმედების(არასწორია ტერმინი “კუჭის მოქმედება”) უეცარი გახშირება, ჩვეულებრივზე 3-4ჯერ და მეტად, განავალი წყლისებრი კონსისტენციისაა; სიხშირეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს განმარტებაში, ვიდრე კონსისტენციას.
ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში, დიარეის შედეგად გაუწყლოება არ ვითარდება, რადგანაც დროულად ხდება დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.
ყველაზე ხშირი მიზეზი ღებინების არის ვირუსული “გასტროენტერიტი” (ეს უცნაური სამედიცინო ტერმინი ნაწლავების ინფექციას ნიშნავს, პროცესს, რომელიც არღვევს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცეს).


ვირუსული გასტროენტერიტის გამოვლინებები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, ცხელება, მადის დაქვეითება,მუცლის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თუმცა დომინირებს 2 ძირითადი სიმპტომი: ღებინება და დიარეა.
რას უნდა ველოდოთ
ჩვეულებრივ, ბავშვის ღებინება გრძელდება 1-2 დღე, ღებინების 3-დან 6-მდე (ცალკეული, დამოუკიდებელი) შემთხვევა დღეში. დიარეა, როგორც წესი, უფრო დიდ ხანს გრძელდება- 1დან 2 კვირამდე, დღეში დაახლ. 6-15 ეპიზოდი.
დაავადება იწყება კონტაქტიდან (დაინფიცირებიდან) 12 საათის-4 დღის შემდეგ და გრძელდება 3-7 დღე.
ვირუსული გასტროენტერიტის პიკი არის ზამთარში (70-90% შემთხვევების).

როტავირუსის ვაქცინა
“ჩემს შვილს ენტეროვირუსი აქვს”–გავრცელებული ფრაზა, ზუსტად არავინ იცის რომელმა ვირუსმა გამოიწვია თქვენი შვილის სიმპტომატიკა, ამას სპეციფიური,ძვირადღირებული ტესტი ჭირდება (ან მარტივი სწრაფი ტესტი, რომელიც ყველგან და მასობრივად არაა ხელმისაწვდომი და დიდ საჭიროებასაც არ წარმოადგენს, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური და კვლევის თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, ისე კი მკურნალობის კურსს არ ცვლის); ისე კი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის როტავირუსი. მისი საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 1998 წელს შეიქმნა, თუმცა რაღაც ხარვეზების გამო მომდევნო წელს ამოღეს წარმოებიდან.

2006 წელს ახალი ვაქცინები გაოუშვეს RotaTeq (Merck & Co)  და Rotarix(GSK), რომელიც გამოდგა უსაფრთხო და ეფექტური, იმ ქვეყნებში სადაც აქტიურად იყენებენ შემცირდა ჰოსპიტალიზაციის, დეჰიტრატაციის და გართულებეის სიხშირე.
2013 ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ეგიდით რამოდენიმე კონფერენცია და განხილვა მოეწყო საქართველოში და შედეგად საქართველოს დაავდებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვერბ-გვერდზე წერია შემდეგი:
   2013 წელს საქართველოში როტავირუსული  ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის   დანერგვასთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01–13ნ  18.03.2013   ბრძანებით, სშჯც მინისტრის N183/ნ 25.06.2010  ბრძანებაში „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების  დამტკიცების შესახებ“  შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც   პროფილაქტიკურ ეროვნულ კალენდარს დაემატა როტავირუსული ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება  როტარიქს   (Rotarix) ვაქცინით, რომელიც    მაღალეფექტურობით დაა უსაფრთხოებით გამოირჩევა.  
ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან.     პირველი დოზით ვაქცინაცია   კეთდება   8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან   24 კვირის ასაკამდე. ვაქცინაცია ტარდება  პროპილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათალისწინებულ ხუთკომპონენტიანი (დიფთერია–ტეტანუსი– ყივანახველა– ჰეპატიტი ბ– B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა) და პოლიო ვაქცინების პირველ და მეორე დოზებთან  ერთად,  იგივე ვიზიტზე.  ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა. 

არავირუსული გასტროენტერიტი
იშვიათ შემთხვევაში მიზეზი ბაქტერიაა, ამ დროს ყველაზე ხშირია სისხლიანი დიარეა.თუმცა სისხლი განავალში ყოველთვის აუცილებლად ბაქტერიულ ეტიოლოგიას არ ნიშნავს-ვირუსული გასტროენტერიტის დროს შეიძლება ანუსის ან ნაწლავის კედელი გაღიზიანდეს და სისხლმდენი გახდეს.
თუ სისხლის რაოდენობა მთლიანი განავლის დაახლ. 10%ზე მეტია და მეორდება დეფეკაციის რამოდენიმე ეპიზოდის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს კონსულტაციისთვის, საჭირო იქნება განავლის ანალიზი.
ბაქტერიული გასტროენტერიტი ძალიან საყურადღებოა, როგორც წესი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს საავადმყოფოს პირობებში და ანტიბიოტიკოთერაპიას.
მესამე და უფრო იშვიათი მიზეზი გასტროენტერიტისა არის პარაზიტები.
ერთ-ერთი ყველაზე ხშრი გამომწვევი პარაზიტია: ჟ(ჯ)იარდია ლამბლია (ლამბლიოზი), რომელიც საკმაოდ ხშირად და ადვილად ვრცელდება საბავშვო ბაღში. კარგად ემორჩლება ანტიბიოტიკოთერაპიას და არაა საშიში.
თუ თქვენს ბავშვს დიარეა 2 კვირაზე დიდ ხანს უგრძელდება განავლის ანალიზი დაგეხმარებათ (დაეხმარება პედიატრს) გამოსავლის პოვნაში. თუ დიარეა 2 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობისაა განავლის ანალიზი დიდ აუცილებლობას არ წარმოაგენს.
დეჰიტრატაციის საშიშროება
მიუხედავად იმისა, რომ ღებინება და დიარეა ძნელი სანახავია და დამღლელია მშობლისთვის, სწორად მართვის შემთხვევაში ის საშიში არაა.
დეჰიდრატაციის შესაძლო განვითარება არის ყველაზე დიდი საშიშროება. დეჰიდრატაციის მარტივად აღსაქმელად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვის სხეული არის ყუთი. თუ ყუთიდან “გადმოღვრილი” სითხე (ჯანმრთელ ბავშვში: შარდვა, განავალი, ოფლი, გასტროენტერიტის დროს ემატება:ღებინება და დიარეა) შეივსება ყუთში სითხის ჩასხმით (კვება, სმა) გაუწყლოება არ მოხდება.
გასტროენტერიტის დროს უფრო მეტი სითხე უნდა მივაწოდოთ ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად (რომ არ გამოვიწვიოთ ღებინება და შევაკავოთ სითხე ორგანიზმში), თუ ეს ვერ ხერხდება შეიძლება სითხის გადასხმა გახდეს საჭირო ინტრავენურად (საავადმყოფოში).
საბედნიეროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ სითხეების ინტრავენურად გადასხმა იშვიათად ხდება საჭირო (ეს არ ეხება საქართველოს სამწუხაროდ! ეს კვლევები აშშ-ში და ევროპაში ჩატარდა, ჩვენთან ხომ “გადასხმა უებარი წამალია” მშობლების და მომვლელების თვალში…) და სითხის ორალურად მიღება (დალევა) ისეთივე ეფექტურია როგორც ინტრავენური გადასხმა, სამაგიეროდ ნაკლებ ტრავმულია ბავშვისთვის (იფიქრეთ ამაზე!).
  • დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარი უმჯობესია იყოს უფერო (განავლის ან ამონაღები მასის შესაძლო ფერის ცვლილებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს)
რჩევები სითხის მიცემის წესთან დაკავშირებით:
  • კუჭის კუნთებს მიეცით საშუალება ძალღონე აღიდგნინონ, ამიტომ ნუ დაალევინებთ ნურაფერს ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში.
  • სარეჰიდრატაციო ხსნარი (ჰუმანას ელეტროლიტი, აისოლი, რეჰიდრონი…) მიეცით 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში
  • შემდეგ შეისვენეთ დაახლ. 20-25 წუთი (არაფერი დაალევინოთ), თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არ აღებინა, შეგიძლიათ გააგრძელოთ სითხის მიცემა (უფრო თავისუფლად).
  • თუ აღებინებს, მაშინ ციკლს დაიწყებთ თავიდან (ანუ ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში  სითხეს არ დაალევინებთ, შემდეგ მისცემთ 1 ჩაის კოვს 3-5 წთ-იანი ინტერვალებით 30 წუთის განმავლობაში, პაუზა 20-25 წუთი და ა.შ.).
თუ თქვენი ბავშვი ვერ შეასრულებს 2 ასეთ ციკლს (ანუ პირველი ციკლის განმავლობაში ღებინება, შემდეგ მეორე ციკლის მცდელობის დროსაც–ღებინება) მაშინ დაურეკეთ პედიატრს.
გამოჯანმრთელების გზაზე 
თუ თქვენი ბავშვი, რომელიც აღებინებდა და დიარეა ჰქონდა ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულებრივ საკვებს და სასმელს, მეტი შანსია, რომ სიმპტომები ისევ დაბრუნდეს, რადგანაც კუჭ-ნაწლავს დრო ჭირდება აღდგენისთვის. როგორც ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სირბილის შემდეგ კუნთები გტკივათ და დრო ჭირდება გაქრობას, ასევე ხდება აქაც: კუჭისა  და ნაწლავის კუნთები სუსტდება ღებინების შემდეგ, ასე რომ უჭირთ საკვების პერისტალტიკა ქვედა მიმართულებით (გადაადგილება, გადასროლა სწორი ნაწლავის დაბოლოებისკენ), რახან ამ მიმართულებით ვერ მოძრაობს საკვები- უფრო გრძელი გზაა გასავლელი და კუნთები კი დაღლილია, გადმოისვრის საპირისპირო მიმართულებით-უკუპერისტალტიკა-პირისკენ=ღებინება.
რჩევები კვებასთან დაკავშირებით
ბევრმა იცით დიეტის შესახებ(ცნობილი BRAT დიეტა – bananas, rice, applesauce, and toast ) და ბევრი “აშიმშილებთ” ბავშვს ამ დროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საჭირო არაა ძალიან შეზღუდული დიეტა (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი).
როცა თქვენი შვილი მოინელებს (არ ამოაღებინებს, შეირგებს) დაახლ. 350 მლ სითხეს თქვენ უკვე შეგიძლიათ შესთავაზოთ პურეული,ბურღულეილი, ბრინჯი, მარცვლოვნები. მაკარონი, სუპები(ზედმეტი ცხიმის და სანელებლების გარეშე), რბილი საკვები- ქათამი (არ უნდა იყოს ძალიან შემწვარი და არც ცხიამიანი, არც ზედმეტი სანელებლებით), კარტოფილი(შემწვარი ან პიურე), ბოსტნეული(მოხარშული ან მოთუშული), ვაშლი, ბანანი, მსხალი, ატამი; ორცხობილა,ნაკლებცხიმიანი და მცირე შაქრიანი დესერტი, მინერალური წყალი უგაზო.
ერიდეთ: ჩიფსებს, თხილს, კარტოფილ-ფრის, რძეს, მაღალცხიმიან რძის პროდუქტებს, კარაქს, მარგარინს, ცხიმს, ცხიმიან ყველს, ნაყინს, შოკოლადს, კოკა-კოლა , ხილის წვენები (მაღალი შაქრის შემცველი ნებისმიეი სითხე), ყავა, ჩაი.
ლაქტოზას (რძის) აუტანლობა
გასტროენტერიტის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს აქვს რძის დროებითი აუტანლობა. ლაქტაზა არის ფერმენტი, რომელიც რძის შაქარს – ლაქტოზას მონელებას უწყობს ხელს, ის პროდუცირდება ნაწლავის კედლის უჯრედებში და ვინაიდან გასტროენტერიტის დროს ნაწლავის სწორედ ეს ნაწილი ზიანდება, დროა საჭირო რათა ეს უჯრედები აღდგნენ და აღიდგინონ თავიანთი ფუნქცია.
თუ გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ შეატყობთ, რომ თქვენს ბავშვს მუცელი ებერება, გაზები უგროვდება ან რაიმე სახის დისკომფორტი აქვს რძისა და/ან რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, დროებით შეუზღუდეთ ეს პროდეუქტები.
გამონაყარი საფენის ქვეშ
პატარებს, რომლებიც ჯერაც საფენებს ხმარობენ, დიარეის რამოდენიმე ეპიზოდის შემდეგ შეიძლება გამონაყარი გაუჩნდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდად და არაადეკვატურად უვლით ბავშვს ან არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს, უმეტეს შემთხვევაში ეს უბრალოდ გარდაუვალია.
როგორ ავიცილოთ თავიდან:
  • .ყოველ ჯერზე გამოიყენეთ რბილი ქსოვილი და ნაზი მოძრაობით გაუწმინდეთ (უმჯობესია ჩარეცხოთ გამდინარე წყლით, საპნის გარეშე)
  • მიეცით საშუელება კანს ჰაერზე გაშრეს (ოღონდ დარწმუნდით რომ ბოლომდე მშრალია კრემის წასმის და საფენის გაკეთების წინ)
  • ჰაერზე გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ბარიერული კრემი(თუთიის ოქსიდის და/ან ვიტ. ა და დ-ის, პარაფინის შემცველი)
ზოგჯერ კანი შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს და ნახეთქები გაჩნდეს, დიდ ხანს არ ხორცდებოდეს, ამ შემთხვევაში გამოსარიცხია ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია და აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.
მედიკამენტები
უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული გასტროენტერიტი(“კუჭის ვირუსი”, “კუჭის გაციება”) მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს.
თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მუცლის ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები (მაგ. მაალოქსის სუსპენზია (ზუსტი დოზირება საჭიროა ჰკითხოთ პედიატრს), ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული, რადგან ის არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, არც სწრაფ გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა 2 ციკლის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლოა ვიფიქროთ ამ წამალზე (დომპერიდონი >5 წ ან დოპროკინ -ს სუსპენზია);
პრობიოტიკების მიღება სადავოა ჯერაც, ბევრი კვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით, ბევრიც ტარდება და კიდევ ბევრი ჩატარდება, შედეგები არაერთგვაროვანია-ზოგიერთის მიხედვით :დაავადების მიმდინარეობას არ ცვლის ამიტომ აზრი არა ავქს მიღებას, ზოგიერთმა აჩვენა, რომ დიარეის და ღებინების დღეების რაოდენობას ამცირებს 1-2ით.
უახლეს კოჰრეინ განხილვაში (ერთ-ერთი ყველაზე სანდო, რომელიც განიხილავს კველევბს მტკიცებულების დონის და სანდოობის მიხედვით და აანალიზებს) წერია, რომ In summary, new evidence has confirmed that the probiotics currently supported by ESPGHAN/ESPID –Lactobacillus GG and S. boulardii – are effective in reducing the duration of diarrhoea. Current evidence clearly indicates that these are not the only effective probiotic microorganisms; however, these are the most studied. Probiotic effects are strain-specific, so the efficacy and safety of each should be established. The safety and clinical effects of 1 probiotic microorganism should not be extrapolated to other probiotic microorganisms. The role of probiotics in the treatment of AGE in the era of rotavirus vaccination has yet to be established.2013
ანუ ის პრობიოტიკები, რომლებიც Lactobacillus GG და S. boulardii შეიცავს რეალურად ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას;
დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული!
ანტიბიოტიკი არაა საჭირო ვირუსული გასტროენტერიტის დროს! ასევე საკამათოა გამოვიყენოთ თუ არა ანტიბიოტიკი გასტროენტერიტის იმ იშვიათი ბაქტერიული ფორმების დროსაც კი.
ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები:
როგორ გავიგო ეს ვირუსია თუ სხვა რამე მაგალითად ჯვებითი ინტოქსიკაცია?
საკვებისმიერი ტოქსინის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, დაახლ. 24სთ-მდე, “მოწამვლა” ეს არის ორგანიზმის რეაქცია საკვებში არსებული ბაქტერიის მიერ გაოყოფილ ტოქსინზე. ჩვეუებრივ იწყება ღებინება, მანამ სანამ კუჭი მთლიანად არ მოიშორებს ამ მავნე პროდუქტს, შემდეგ მალევე დგება გამოჯანმრთელება. ჩვეულებრივ დიარეა თან არ ახლავს, ღებინებაც არ გრძელდება დიდ ხანს, ეს 2 ნიშანი განასხვავებს ვირუსული გასტროენტერიტისგან.
უნდა ვინერვიულო თუ არა განავალში ან ამონაღებ მასაში სისხლის ნახვისას?
უფრო ხშირად ამის მიზეზი არის კუჭის ან ნაწლავის შიდა კედლის “ნაკაწრი” , რომელიც ისევე როგორც კანის მცირე ნაკაწრი მალევე ხორცდება თავისით. თუმცა ყველა შემთხვევაში ჯობია პედიატრთან კონსულტაცია
ღებინება და/ან დიარეა ძალიან მტკივნეულია? ჩემი შვილი ყოველ ჯერზე ტირის ტკივილის გამო
ღებინება და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი კუნთების სპაზმი-რაც მტკივნეულია, ტკივილი იკლებს დაავადების სიმპტომების კლებასთან ერთად. მწვავე და ძლიერი ტკივილი, რომლის ინტენსივობაც მატულობს ყურადღბამისაქცევია და საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
შემიძლია მედიკამენტებით ვუმკურნალო სიმპტომებს ექიმის გარეშე?
ჩვეულებრივ მედიკამენტი საჭირო არ არის, რადგან ვირუსული დაავადება თანდათან თავისით განიკურნება. თუმცა თქვენზეა დამოკიდებული, გონივრული, დროული და საჭიროებისამებრ გამოყენებულმა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებამ შეიძლება აგაცილოთ ინტრავენური გადასხმის  და/ან ემერჯენსში “სტუმრობის” საჭიროება. თუმცა უხშირეს შემთხვევაში სწორი, თანმიმდევრული და ადეკვატური რეჰიდრატაციული თერაპია ერთადერთია რაც საჭიროა.
რა გავაკეთო თუ ჩემს ბავშვს ძალიან სწყურია და ითხოვს წყალს ღებინებიდან ძალიან მალე?
მაქსიმალურად ეცადეთ აარიდოთ სითხის დალევა პირველი 30 წუთი ღებინებიდან, შეიძლება მოსატყუებლად და პირის ოდნავ დასასველებლად ყინულის ნატეხი გამოიყენოთ (არ გადააყლაპოთ, ოდნავ დაუნამეთ პირი).