ამ რიტმის ჩამოყალიბება იწყება დაახლ. 6 კვირიდან (2.5 თვე), 3–დან 6 თვემდე ასაკში ჩვილების უმრავლესობას (თუმცა არა ყველას) უყალიბდება სიფხიზლე–ძილის შედარებით რეგულარული ციკლი.
2 წლის ასაკის ბავშვი ძილში ატარებს თავისი მთელი სიცოცხლის 40 %-ს და ეს ასეც უნდა იყოს და კარგია, რადგანაც ძილი პირდაპირ კავშირშია გონებრივ და ფიზიკურ განვითარებასთან.
ძილის პროცესი ერთმანეთის მონაცვეობით მიმდნარე 2 ფაზისგან შედგება:

"ნელი ძილი "(თვალების ნელი მოძრაობის ძილი)(NREM): ამ ფაზაში იზრდება სისხლის მიწოდება კუნთებში, ენერგიის პროდუქცია , ქსოვილების ზრდა და განახლება ხდება, ასევე ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოქმნა ხდება.
"სწრაფი ძილი" (თვალების სწრაფი მოძრაობის ძილი) (REM): ამ დროს ტვინი აქტიურია და ვხედავთ სიზმრებს, ჩვენი სხეული უმოძრაოა, სუნთქვის და გულისცემის სიხშირე არა–რეგულარული.
თითოეული ციკლი დაახლ. 50 წუთი გრძელდება, ბავშვებში 50–50% მოდის თითოეულ ფაზაზე. 6 თვისთვის ბავშვის ძილის მხოლოდ 30 %–ია REM; წინასასკოლო ასაკში ძილის ციკლი 90 წუთიანია.
ძილი და ახალშობილი (0–1 თვე)

ამ ასაკში ბავშვი ცხოვრების უმეტესს ნაწილს ძილში ატარებს, გამონაკლისია დრო, რომელიც საჭიროა კვებისთვის, პამპერსის გამოსაცვლელად და დასაბანად. ძილის ხანგრძლივობა დაახლ. 10.5–18 საათია,ოღონდ ეს ხანგრძლივობა არარეგულარულია, ერთი ძილის ეპიზოდი შეიძლება გაგრძლდეს რამოდენიმე წუთითან რამოდენიმე საათამდე. შუალედებში რამოდენიმე წუთიანი ან საათიანი სიფხიზლის პერიოდებით. ძილის დროსაც კი საკმაოდ აქტიურები არიან: ხელების და ფეხების უნებლიე მოძრაობები, ღიმილი (სახის კუნთების ასევე უნებლიე გრიმასა), წოვის რეფლექსი.
ახალშობილები სხვადასხვნაირად გამოხატავენ როდის ეძინებათ: ზოგი მოუსვენარია, ტირის, თვალებს ისრესს ან სხვა. უმჯობესია ბავშვი მაშინ დავაწვინოთ, როცა ეძინება (ავლენს რაიმე ინდივიდუალრ ჟესტებს ძილიანობის) და არა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ძინავს. დღის განმავლობაში ვეცადოთ ნაკლებად ეძინოს––გავააქტიუროთ დღის შუქით, ხმაურით, დღის განმავლობაში მეტი ეთამაშეთ და ა.შ. –ვაგრძნობინოთ, რომ დღე დღე არის და ღამე ღამე.საღამოს მოახლოებასთან ერთად აქტივობები შეამცირეთ, შექმენით უფრო ჩუმი და ბნელი გარემო.
- დააკვირდი და შეისწავლე შენი შვილის მზაობა დასაძინებლად, ნელ–ნელა აღმოაჩენ ჩვევებს და მოქმედებებს, რასაც ჩაძინებამდე აკეთებს
- მაშინ ჩააწვინეთ საწოლში, როცა ამჩნევთ, რომ ეძინება და არა მხოლოდ მაშინ როცა უკვე ძინავს.
- დააწვინეთ ზურგზე, სახე და თავი უნდა ჰქონდეს თავისუფალი (არ ეფაროს რამე და არც რამე რბილი ქსოვილი იდოს თავთან და სახესთან)

- მაქსიმალურად ეცადეთ წაახალისოთ და მიაჩვიოთ ღამის ძილს.
ძილი და ჩვილი ( 2–12 თვე)

6 თვის ასაკისთვის, ღამის კვება ჩვეულებრივ აღარაა საჭირო და ბევრ ბავშვს ძინავს თითქმის მთელი ღამე; ბავშვების 70–80% ძინავს ასე 9 თვის ასაკისთვის. ჩვეულებრივ 9–12 საათი ძინავთ ღამით, დღის განმავლობაში 30 წუთიან ან 1–2 საათიანი 1–4 ძილი––ეს უკანასკნელი ნელ–ნელა მცირდება უახლოვდება რა 1 წლის ასაკს.
თუ ბავშვს მაშინ დავაწვენთ, როდესაც ავლენს ძილიანობის ნიშნებს, ამით მივაჩვევთ დამოუკიდებლად ჩაძინებას, ასევე ღამითაც ჭამის შემდეგ ადვილად ჩაიძინებს; სხვები კი ტირილს მორთავენ ყოველ ჯერზე როცა გამოეღვიძებათ ღამის განმავლობაში, იმისთვის, რომ მშობელმა ყურადღება მიაქციოს და დააძინოს.
ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და განვითარების ფაქტორები. წლის მეორე ნახევარში ბავშვი შიძლება განიცდიდეს და შფოთავდეს "განშორების" გამო. სხვადასხვა დაავადებები და ფიზიკური განვითარების აჩქარებული რიტმი ასევე არღვევს ძილს.
- შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ დღისა და ღამის ძილის რეგულარული საათი
- შეუქმენით ბავშვს სასიამოვნო გარემო დასაძინებლად ("sleep-friendly" environment, bedtime routine)
- წაახალისეთ დამოუკიდებლად ჩაეძინოს.
ამ ასაკში პატარებს ჭირდებათ 12-14 საათიანი ძილი 24 საათიან პერიოდში. 18 თვის ასაკში (1.5 წლის) დღის ძილი შემცირდება მხოლოდ 1-3 საათიან ერთ ჩაძინებამდე, ეს დღის ძილი არ უნდა იყოს ღამის ჩაძინების დროსთან ახლოს- ეს ხელს შეუშლის ღამის ძილს.
ამ ასაკში ხშირია პრობლემები-არ უნდათ, ჭირვეულობენ, დასაძინებლად წასვლას აპროტესტებენ და/ან ხშირად იღვიძებენ ღამით. ღამის შიშები და კოშმარები ასევე თავს იჩენს ამ დროს.
ამ პრობლემების მრავალი მიზეზი არსებობს: ამ ასაკში ბავშვები "დამოუკიდებლობას" სწავლობენ და ეჩვევიან, იზრდება მათი მოტორული, კოგნიტური (გონებრივი) და სოციალური აქტივობა, ეს თავისთავად კარგია და აუცილებელი, თუმცა გარკვეულ გავლენას ახდენს ძილის ჩვევებზე.
დღის განმავლობაში მომატებული ძილიანობა და/ან ქცევის პრობლემები ხშირ შემთხვევაში შედეგია ცუდი ძილის.
- შეინარჩუნეთ დღის ძილი და მუდმივად ერთიდაიგივე დროს დააძინეთ ღამით (რუტინული ჩაძინება)
- საძინებელი ოთახის გარემო უნდა იყოს ერთიდაიგივე ყოველ ღამეს, მოერიდეთ ცვლილებებს, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში.
- დააწესეთ მკაცრი, კონსტრუქციული, თანმიმდევრული და მუდმივი შეზღუდვები და გააცანით ბავშვს (იგულისხმება, რომ ღამით არ შეიძლება აქტივობები, თამაში საწოლში, სასმელები საწოლში, დასაძინებლად წასვლის დროის გადავადება და ა.შ)
- უზრუნველყავით საძნებლის და საწოლის უსაფრთხოება (ამაზე ცალკე დავწერ უფრო ვრცლად ახალ თემაში)
ძილი და წინასასკოლო ასაკის ბავშვები (3-5 წლის)
ესაჭიროებათ 11-13 საათიანი ძილი და ჩვეულებრივ 5 წლის ასაკის შემდეგ არავის ძინავს შუადღეს. აქ ისევე როგორც წინა ასაკობრივ ჯგუფში ძნელდება ჩაძინების და გამოღვიძების პროცესები, რახან განვითარების შემდეგომ გზაზე არიან და ერთვება წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარება, ამიტომ კიდევ უფრო ძლიერდება ღამის შიშები და კოშმარები. ამ ასაკში ვლინდება ხოლმე მთვარეულობაც.- უზრუნველყავით რეგულარული და მუდმივი ძილის რეჟიმი.
- შეინარჩუნეთ და განავითარეთ მშვიდი გარემო საძინებელში და ძილის წინა პროცედურებში
- ყოველ ღამე ბავშვი ერთიდაიგივე ოთახში , ერთიდაიგივე გარემოში უნდა იძინებდეს, ოთახი უნდა იყოს გრილი (20-23C), ჩუმი და ბნელი -ტელევიზორის გარეშე!!!!
ძილი და სკოლის ასაკის ბავშვი (5-12 წლის)
ესაჭიროებათ 10-11 საათი ძილი.ამ ასაკში ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან სკოლის (საშინაო დავალებები, რასაც მათი დღის დიდი ნაწილი მიაქვს), სპორტის და სხვა კლასგარეშე და სოციალური აქტივობების გამო. ასევე, ამ ასაკში ბავშვები მაქსიმალურ ინტერესს იჩენენ ტელევიზორის, კომპიუტერის, ინტერნეტის მიმართ და ასევე კოფეინის შემცველი პროდუქტების მიმართ -ყველაფერი ეს აძნელებს ჩაძინების პროცესს, იწვევს ღამის კოშმარებს და ძილის დარღვევებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ყურება ძილის დროსთან ახლო პერიოდში ჩაძინების პროცესს მკვეთრად აძნელებს, იზრდება შფოთვა და მცირდება ძილის ხანგრძლივობა.ძილის დარღვევები დომინირებს ამ ასაკში. ცუდი ან არასაკმარისი ძილი იწვევს გუნება-განწყობის ცვლილებებს, ქცევის აშლილობებს- ჰიპერაქტივობას და კოგნიტურ პრობლემებს(დასწავლსი პრობლემებს), საბოლოო ჯამში ეს აისახება სკოლაში სწავლის პროცესზე.
- ასწავლეთ სკოლის ასაკის ბავშვს ჯანსაღი ძილის შესახებ და დაეხმარეთ ჯანსაღი ძილის ჩვევების გამომუშავებაში.
- უზრუნველყავით რეგულარული და მუდმივი ძილის რეჟიმი.
- ბავშვის საძინებელში შექმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ძილისთვის-ბნელი, გრილი და მშვიდი.
- საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
- მოარიდეთ კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. (კოკა-კოლა, ჩაი, ყავა..)
No comments:
Post a Comment